ავლაბრის სასახლეში შესვლა იქნება მამხილებელი ნიშანი იმის, ეშინია თუ არა ახალ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის რისხვის

ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი უნდა განთავსდეს და არა თანამედროვე მხატვრების გამოფენა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც გოცირიძე აცხადებს, ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა-არშესვლის საკითხი არის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

„ფაქტობრივად, ეს უკვე იძენს მნიშვნელოვან სიმბოლურ სახეს, არის თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი მონა-მორჩილი ბიძინა ივანიშვილის თუ არა. მსჯელობა იმის შესახებ, სად უკეთესია რომ იყოს პრეზიდენტი, ან რომელი უფრო იაფი ან ძვირი დაჯდება, ეს საკითხი ამ კონტექსტში არ განიხილება. ეს არის მამხილებელი ნიშანი, ხარ თუ არა დამოუკიდებელი და გეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილის რისხვის. ავლაბრის რეზიდენციაში სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი უნდა იყოს და არა თანამედროვე მხატვრების გამოფენა. ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს და ის დარჩება ავლაბრის რეზიდენციაში“,- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიანა მიქელაძე – ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიატრიული დასკვნა ადვოკატს დღეს გადაეცემა