ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე განთავსდება, – ამის შესახებ დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ პრეზენტაციისთვის. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური მსჯელობა იმ რეკომენდაციებზე, რომელიც შევიმუშავეთ. საუბარი არის სავარაუდოდ, საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლეზე. ჩვენ ვუბრუნდებით იმ ძირითად იდეას, რომელიც ეკუთვნის თავად ავლაბრის რეზიდენციის მთავარი სასახლის პროექტის ავტორს, არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს და სწორედ ამ საკითხის გარშემო გვაქვს შემუშავებული რეკომენდაციები მთავრობის მიმართ, რომელსაც უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშითბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება
შემდეგი სტატიადღესაც გრძელდება რუსეთთან სირთულეები სხვადასხვა ფორმით: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია…