ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

ამ წუთებში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

თბილისში არყოფნის გამო სხდომას ვერ ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე ცნობილია, რომ სხდომის მდივანი კვლავ ირინე იმერლიშვილია.

დღევანდელი სხდომის დღისწესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია მსჯელობა ორ საკითხზე. ერთ-ერთი ეხება სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრას 2017 წლისთვის. მეორე საკითხი კი არის, თავდაცვის ახალი მინისტრის მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივა, თავდაცვის უწყების რეფორმირებასთან დაკავშირებით. მომხსენებლები დღევანდელ სხდომაზე ლევან იზორია და ვახტანგ კაპანაძე იქნებიან.

დღევანდელ სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

banner
წინა სტატიაში“მთავარი პრობლემა მაინც ავტომანქანების დიდი რიცხვია” – ნარმანია თბილისის საცობებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა რამდენჯერმე შესთავაზა