ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუახნის მამაკაცი.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა მომხდარი დანაშაულის მიზეზი. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დასადგენად და დასაკავებლად.













