„ავლაბარში“ სამუშაოების ამ ფორმით წარმოება კატეგორიულად მიუღებელია – კალაძე

დედაქალაქის მერი ავლაბრის მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით უკმაყოფილოა. განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა – “გუშინ ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით სამუშაოების წარმოება პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია” განაცხადა კალაძემ და თხოვნით მიმართა თანამშრომლებს, რომ სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად იმუშავონ ამ თემაზე, მაქსიმალურად მაღალ დონეზე იქნას გაკეთებული პროექტი და რაც შეიძლება მალე განახლდეს სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის კომისია დასკვნას მაქსიმალურად სწრაფად მოამზადებს