ავლაბარში კორპუსის სხვენზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
ცეცხლი 3-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული ადამიანი მაშველებმა გამოიყვანეს და ის ამ დროისთვის კონტაქტურ მდგომარეობაშია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები უცნობია. უწყების პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩასაქრობად ამ დრომდე მუშაობენ.
📷 Beqa Papashvili

















