25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ავლაბარში კორპუსის სხვენზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ავლაბარში, საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულის მდგომარეობას, უწყების ცნობით ის კლინიკაში იმყოფება და კონტაქტურია.

ცნობისთვის, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის პარლამენტში ჩატარებული არჩევნების შედეგად სამი პოლიტიკური ძალა შედის
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე: ,,ქართული ოცნება” ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არათუ გადატვირთოს