ავიძბა: საქართველო ომისთვის ფარულად ემზადება

ავიძბა: საქართველო ომისთვის ფარულად ემზადება

111აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ფაზილბეი ავიძბამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთმა თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან ერთად თავდაცვის ისეთი სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომ მეზობლებს აზრადაც კი არ მოუვიდეთ აფხაზეთის სუვერენიტეტის ხელყოფა:

“საქართველომ, რომელსაც არ შესწევს უნარი შექმნას სრულფასოვანი სამხედრო-საზღვაო ფლოტი, აშშ-ს შესთავაზა შავი ზღვის სანაპიროებზე ყოფნა.
ნატო “უსაფრთხო შავი ზღვის” კონცეფციაზე მუშაობს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ საუბარია, ჩვენს საზღვრებთან უმსხვილესი ინფრასტრუქტურის აშენებაზე. ჩვენ დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო ომისთვის ფარულად ემზადება, ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა შევქმნათ რუსეთთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებები და ისეთი თავდაცვის სისტემა ავაშენოთ, რომ ჩვენს მეზობლებს აზრადაც არ მოუვიდეთ ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმა” – განაცხადა ავიძბამ – აფხაზური მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის არმიან დებალცევოსთან უკან დაიხია
შემდეგი სტატიაგაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე განცხადება გაკეთდა