ავიაკომპანია „ვიზეარმა“ 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული საერთაშორისო შეზღუდვების გამო, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ 2021 წლის ზაფხულის ფრენების ნაწილი ქუთაისიდან გააუქმა.

გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო ავრცელებს.

„საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორს მაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. „ვიზეარმა“ ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა. ამ ცვლილების შედეგად, დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100 პროცენტის ბარათზე დაბრუნების ან 120 პროცენტის „ვიზეარის“ ანგარიშზე დაბრუნების შესახებ“, – განაცხადა „ვიზეარის“ კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

„ვიზეარს“ფრენების განახლებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადი აქვს შეტანილი.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ „ტვ პირველთან“ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების (ამოღების) ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ განჩინება უცვლელი დატოვა
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა თბილისის სოციალური კვლევების სკოლას სტუმრობდა