ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

„სულ უფრო მეტი ავიაკომპანია გვიბრუნდება საქართველოში. მათ, ვინც დაფრინავდნენ კოვიდ-პანდემიამდე, ახალი ავიაკომპანიები ემატება. ავიაკომპანია „ფლაი დუბაიმ“ ასევე განაახლა რეგულარული ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რაც ძალიან კარგი ფაქტია“,- განაცხადა თურნავამ.

25 ივნისიდან „ფლაი დუბაიმ“ ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ფრენები განაახლა. დღეის მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 19 ავიაკომპანია, ათი ქვეყნიდან, დაახლოებით 110-115 სიხშირით კვირაში.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიაღუდუშაური ენმ-ს: გაყალბებულ პარლამენტში, ძალიან უხერხული ხომ არ არის რაიმე თანამდებობის მოთხოვნა?