ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ სექტემბერში ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2020 14:02

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ სექტემბერში ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ სექტემბერში მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეისები ამსტერდამის, ბერლინის, პარიზისა და ვენის მიმართულებით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

1-ლი სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

2 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);

3 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);

4 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

5 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

7 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

11 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

12 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

13 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);

14 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

15 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

19 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

21 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

22 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

26 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

28 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 27 აგვისტოს მიენიჭა.

region
ავტ.: region აგვისტო 28, 2020 14:02