ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს გაიხსნება გაყიდვები ამსტერდამის რეისისთვის. როგორც სხვა რეისებზე, აქაც იგივე მოქმედებს: დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები შეზღუდულია. მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება. ერთი გზის, ამსტერდამი-თბილისის ფასი არის 199 ევრო. შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე “ , – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქრისტიანი ადამიანი უარს არაფერზე არ ამბობს, მით უმეტეს ქრისტიანი ექიმი
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი: მე პირადადად ვერ მოუწოდებ კანონის დარღვევისკენ…