ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმრინავის გამტაცებელმა მოტივებზე ისაუბრა

ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელმა სეიფ ად-დინ მუსტაფამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი გაიტაცა იმის გამო, რომ მას ოჯახთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონდა თითქმის 25 წლის მანძილზე – ამის შეასხებ Cyprus Mail-ი წერს.
როგორც მან კვიპროსელ გამომძიებლებს უთხრა, მას საკუთარი ცოლი და შვილები 24 წელია არ უნახავს. მისი მტკიცებით, ამის საშუალებას ეგვიპტის მთავრობა არ აძლევდა.
კომპანია EgyptAir -ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც გუშინ ალექსანდრიიდან ქაიროში მიფრინავდა, გატაცებულ იქნა. თვითმფრინავის ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. გამტაცებელს დღეს კვიპროსის სასამარლომ 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილის მავნებლურ ნაბიჯებს, არ უნდა შეეწიროს ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს”
შემდეგი სტატიაvideo-ქართველი “კანონიერი ქურდების” საქმეები