ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა“ 2016 წელს თბილისიდან ურუმჩის გავლით დაგეგმილ ახალ მიმართულებებზე პრეზენტაცია გამართა

“ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“

“ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ავიაკომპანია “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ თბილისიდან ურუმჩის გავლით მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ახალი რეისების შესრულებასიწყებს. ამის შესახებ დღეს  სასტუმრო „Hualing Hotels and Preference-ში” გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი,  რომელსაც „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების“სათავო ოფისის მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი, ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის კონსული, საელჩოს წარმომადგენლები,სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სააგენტოების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ-ჯორჯიას“, ტურისტული კომპანიებისწარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ.  მისი განცხადებით,  „ჩინეთის სამხრეთისავიახაზები“ მეოთხე წელია უწყვეტად ახორციელებს რეგულარულ რეისებს ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე.  „კომერციული ინტერესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენს ქვეყანაში განპირობებულია ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების მაღალი სტანდარტებით,საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური კურსით, გამართული ინფრასტრუქტურით და მაღალ დონეზე გაწეული სააერნაოსნო მომსახურებით. როგორც საავიაციოხელისუფლება, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ თითოეული ჩამოთვლილი კომპონენტის გაუმჯობესებაზე და დახვეწაზე. კომპეტენციისფარგლებში კვლავაც მაქსიმალურად გავაგრძელებთ საავიაციო ბაზარზე უკვე შემოსული თუ დაინტერესებული ავიაკომპანიების მხარდაჭერას“ – აღნიშნა გურამჯალაღონიამ.

 

როგორც ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ჭანგ ძუნმა განაცხადა, საქართველოდან მიმავალი ტურისტებისთვის,  რომლებიც ავიაკომპანიის სატრანზიტო მომსახურებას გამოიყენებენ,  უფრო დაბალი ფასები ექნებათ.

 

“China Southern Airlines”-ის ინფორმაციით, მგზავრები შეძლებენ თბილისიდან ურუმჩის გავლით ფრენა გააგრძელონ შემდეგი მიმართულებებით:

სეული (თბილისი-ურუმჩი-სეული);

გუანჯოუ-ნიუ-იორკი (თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ-იორკი);

გუანჯოუ-ტორონტო (თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტო);

გუანჯოუ-ლოს-ანჯელესი (თბილისის-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჯელესი)

 

banner
წინა სტატიაშისაყევარიშვილმა გვარამიასათვის უფლებამოსილების აღდგენის თხოვნით რეესტრს მიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს რეგიონებში 80 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი