ავიაკატასტროფაში გადარჩენილი სპორტული ჟურნალისტი ფეხბურთის თამაშის შემდეგ გარდაიცვალა

ბრაზილიაში გარდაიცვალა სპორტული კომენტატორი, რომელიც საფეხბურთო კლუბ “შაპეკოენსის” ფეხბურთელებთან ერთად მიფრინავდა. თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ჟურნალისტი ერთადერთი გადარჩა გუნდიდან. შემთხვევა 2016 წლის ნოემბერში მოხდა. ტრაგედიამ მთელი ბრაზილია გააოგნა. სულ ავიაკატასტროფას 77 ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმფრინავი, რომლითაც 19 ფეხბურთელი მიფრინავდა, კოლუმბიაში ჩამოვარდა – მას საწვავი დაუმთავრდა. მაშინ სულ ექვსი ადამიანი გადარჩა.
კატასტროფის შემდეგ რაფაელ ენზელი მკურნალობას გადიოდა. ის სამსახურს რამდენიმე თვის წინ დაუბრუნდა.
გუშინ ენზელმა მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშინ შემდეგ ინფარქტი მიიღო. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიზაზა შენგელია: აღმაშფოთებელია როცა ჩინოვნიკი თავს უფლებას აძლევს შანტაჟის ენით ელაპარაკოს ნიკა რაჭველს
შემდეგი სტატიატერეზა მეი იმ შემთხვევაში გადადგება, თუკი “ბრექსიტი” მისი სცენარით მოხდება