5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ავიაიერიში ირანზე – სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს.

ასევე, დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ქალაქ მინაბში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.

banner
წინა სტატიაშიავიადარტყმების შედეგად თეირანში აიათოლა ალი ხამენეის “დაცული საცხოვრებელი კომპლექსი” განადგურდა
შემდეგი სტატიაგანადგურებულია ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვები კომპლექსი