ავიაბილეთები ქუთაისიდან
მოგზაურობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ადგილების მონახულება და სურათების გადაღება, ის აჩენს ახალ იდეებსა და პერსპექტივებს, გეხმარება აღმოაჩინო საკუთარი თავი. მოგზაურობა, როგორც ამბობენ, სულის საკვებია.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია გვაძლევს ვირტუალურ წვდომას სამყაროზე, ახალ ადგილებში მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და მივიღოთ ახალი გამოცდილება, გამოწვევები, შევიტყოთ მეტი ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროზე.
თუ მზად ხარ მსოფლიოს გასაცნობად და ფიქრობ, რომ დროა შეცვალო საკუთარი ცხოვრება, შეიძინე ავიაბილეთები იაფად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და დაიწყე მოგზაურობა.
ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს სთავაზობს. ფრენებს ახორციელებს ყოველდღე, მოკლე და საშუალო მანძილზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ქუთაისიდან პირდაპირი რეისით შეგიძლიათ გაემგზავროთ შემდეგ მიმართულებებზე: ტალინი, პარიზი, ვენა, პრაღა, რომი, ბარსელონა, მილანი, რიგა, აბუდაბი, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, ბერლინი, დორტმუნდი, ბუდაპეშტი, გდანსკი, ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე, მინსკი, ნურსულთანი, აქტაუ.
პირველ რიგში, როგორ შეიძინო იაფი ავიაბილეთები?
• ავიაბილეთები შეიძინეთ დაახლოებით 40-60 დღით ადრე
• ისარგებლე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მომსახურებით
• იმოგზაურე მხოლოდ ხელბარგით
• მოგზაურობა დაამთხვიე არასეზონურ პერიოდს
• უკეთესია, თუ სამოგზაუროდ წახვალთ შუა კვირას
• ფრენისთვის აარჩიე დილის საათები
• შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები ერთდროულად
რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულება ქუთაისიდან?
1. პარიზი
“პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა” – თქვა ოდრი ჰეპბერნმა. საფრანგეთის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.
პარიზის მოსანახულებლად უამრავი მიზეზი არსებობს: ეს არის ლამაზი და კულტურული ქალაქი, ფეხით შემოსავლელი, შესანიშნავი ღირსშესანიშნაობებით დატვირთული, მრავალი მწერლის, მხატვრისა და კინორეჟისორისათვის შთაგონების წყარო.
პარიზში ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და თუ თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ქალაქს რამდენჯერმე, შეეცადეთ ეს გააკეთოთ სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა
პარიზის აღმოსაჩენად.
პარიზში მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საკმაოდ მარტივია. აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს და რაც მთავარია საკმაოდ დაბალ ფასად.
2. რომი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უძველესი იმპერიის დედაქალაქი რომი, რომელიც დაახლოებით 2800 წლის წინათ დაარსდა, ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი მომხიბლავი ადგილი, წარმოუდგენელი ხელოვნების ნიმუშებით, ცხოვრების მშვიდი ტემპით და მსოფლიოში ცნობილი სამზარეულოთი.
რომი მშვენიერია, რადგან ამ ქალაქში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მხატვრების მრავალი შედევრი, ასევე შთამბეჭდავი არქიტექტურა, რომელიც გამოხატავს რომის იმპერიის სიდიადეს, ასევე უძველესი საოცარი ნაგებობები, რომლებმაც გაუძლო დროს. რაც მთავარია, მარადიული ქალაქი სავსეა საინტერესო ისტორიებით და საიდუმლოებებით, რომლის სრულიად შესწავლასაც ალბათ მთელი ცხოვრება დასჭირდება.
რომში არის ორი მთავარი აეროპორტი, რაც ასევე აქცევს ამ ადგილს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ მიმართულებად. ერთ-ერთი აეროპორტია ფიუმიჩინოს აეროპორტი, სადაც ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს პირდაპირ ფრენებს.
3. პრაღა
მიეცით პრაღას საშუალება შთაგაგონოთ, ისევე, როგორც მან შთააგონა წარსულში ბევრი მნიშვნელოვანი ხელოვანი და მეცნიერი.
პრაღა, როგორც “ათასი კოშკის ქალაქი”, ევროპის ერთ-ერთი არქიტექტურული საგანძურია. გოთური და ბაროკოს სტილიდან დაწყებული, რენესანსისა და არტ ნუვოს სტილით დამთავრებული, ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.
პრაღის მდებარეობა ევროპის ცენტრში, ხდის ქალაქს ადვილად მისაწვდომს მოგზაურთათვის ყველა ქვეყნიდან. Wizz Air ამ მიმართულებით გვთავაზობს პირდაპირ რეისებს. სულ რაღაც 3 საათსა და 45 წუთში აღმოჩნდებით ამ ულამაზეს ქალაქში.
4. ვენა
ავსტრიის დედაქალაქი გთავაზობთ იმპერიული ტრადიციების, მუსიკისა და მიმზიდველი ხიბლის ნაზავს. გაისეირნეთ პატარა ქუჩებში, აღმოაჩინეთ უძველესი ისტორია, დააგემოვნეთ უგემრიელესი კერძები, ისიამოვნეთ გემრიელი ღვინითა და უბრალოდ დატკბით ამ უნიკალურ ქალაქში სეირნობით.
ვენის ძველი ქალაქის ცენტრი 2001 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ქალაქი ასევე ცნობილია როგორც მუსიკის ქალაქი. ეს იყო მრავალი ცნობილი კლასიკური მუსიკოსის სახლი, როგორიცაა მოცარტი და ბეთჰოვენი. ვენის ძველი ქალაქის ცენტრი მდიდარია არქიტექტურული ანსამბლებით, მრავალი ბაროკოს სტილის სასახლითა და ბაღით, რომლებიც გვახსენებენ მისი დიდებული იმპერიული დღეების შესახებ წარსულში.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენაში რეისებს ავიაკომპანია Wizz Air ასრულებს. სულ რაღაც 3 საათსა და 30 წუთში კი თქვენ ამ მომხიბვლელ ქალაქში აღმოჩნდებით.
5. ბარსელონა
ესპანეთის ულამაზესი ქალაქი ბარსელონა მუდამ იყო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი. კატალონიის დედაქალაქი გთავაზობთ ცხოვრების შეუდარებელ ხარისხს, განსაცვიფრებელ პლაჟებს, მღელვარე ღამის ცხოვრებას, გასაოცარ არქიტექტურასა და კულტურას, როგორც ქალაქის ირგვლივ არსებული პეიზაჟები.
ისტორიული და კულტურული არტეფაქტების სიმრავლით, ბარსელონა ისეთივე საინტერესო და ამაღელვებელია, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ქალაქები. აქ არის შიშის მომგვრელი გოთური ბაზილიკები, რომლებიც დიდებული თანამედროვე შენობების გვერდით დგას. ქალაქის არქიტექტურული საოცრებათა უმეტესობა დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის მიერ.
ავიაბილეთის დაჯავშნა საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით, ავიაკომპანია Wizz Air-ითაა შესაძლებელი. პირდააპირი ფრენის ხანგრძლივობა კი ჯამში სულ რაღაც 5 საათია.
თუ თქვენ ავიაბილეთების შესაძენად გამოიყენებთ საძიებო სისტემას, საშუალება გექნებათ ერთ სივრცეში, სრულიად მარტივად გადახედოთ ყველა შემოთავაზებას და აარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ფასებისა და თარიღების გათვალისწინებით.
უამრავ უცხოურ თუ ქართულ საძიებო სისტემებს შორის, მნიშვნელოვანია აირჩიოთ ისეთი, რომელიც სრულიად თქვენზე იქნება მორგებული და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას.
სწორედ ასეთია Avia.ge -ს საძიებო სისტემა, სადაც შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, თარიღების, აეროპორტებია და ავიაკომპანიების მიხედვით და საკმაოდ მარტივად ამოიარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი რეისი.





















