ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, – ამის შესახებ ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პროვინცია ლოგარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ეკიპაჟის კიდევ ექვსი წევრი დაშავებულია და ჰოსპიტალიზებულია“, – ნათქვამია პრესრელიზში.
მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენი მოწინააღმდეგეს არ ჩამოუგდია. კატასტროფის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიმადლიერნი ვართ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი საფრანგეთის მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიაბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა