ავღანეთში, სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 68 ადამიანი გარდაიცვალა

ავღანეთში, სკოლასთან მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 68 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 8 მაისს მოხდა. პირველი აფეთქება სკოლის წინ მოხდა, ხოლო მომდევნო ორი აფეთქება მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა სკოლის მოსწავლეა. აფეთქებების ზუსტი სამიზნე გაურკვეველია.

პარალელურად კი ამერიკა აპირებს ავღანეთიდან საკუთარი ჯარები მთლიანად გაიყვანოს, პროცესი 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

ავღანეთის მთავრობამ მომხდარში თალიბანი დაადანაშაულა, თუმცა ტერორისტულმა დაჯგუფებამ მათი მონაწილეობა უარყო.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – ვისურვებდი, რომ 2 დოკუმენტი, განხილვების შედეგად, გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად
შემდეგი სტატიაერისთავის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები გამოიძახეს