ავღანეთში სიტუაცია გამძაფრდა–თალიბებმა 15 პოლიციელი მოკლეს

გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია ,,თალიბანის,, წევრებმა ავღანეთში ძალოვანი სტრუქტურების სულ ცოტა 15 მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პროვინცია ფერახში პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული თვადასხმის შედეგად 10 პოლიციელი იქნა მოკლული, ხოლო პროვინცია კუნდუზში შეიარაღებულმა თალიბმა ავღანური არმიის ოფიცერი და მისი 4 ხელქვეითი დახოცა.
შეგახსენებთ, რომ გაერომ ცოტა ხნით ადრე ავღანეთში სიტუაციის საგრძნობი გაუარესების შესახებ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში სეპარატისტები საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე თანაგუნდელებს ყრილობის გადადებას სთავაზობს