ავღანეთში, ბადახშანთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, იუწყება ავღანური სააგენტო Pajwak თალიბანის ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი.
თვითმფრინავი ასრულებდა სასწრაფო დახმარების ჩარტერულ რეისს. აფრინდა ტაილანდიდან და ინდოეთის გავლით გაფრინდა უზბეკეთში, საიდანაც მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტში უნდა გამგზავრებულიყო. ადგილზე თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი რუსული თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში ირიცხებოდა.ბორტზე, ასევე ორი რუსი იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და ტაჯიკეთის საზღვრიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრის დაშორებით მთას დაეჯახა.
ავარიამდე პილოტმა ტექნიკური პრობლემების შესახებ განაცხადა.