ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 14:02

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს. საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2019 14:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,434
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics