ავღანეთში ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა.

სპორტული ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიის დროს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა.

შეჯიბრებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი უმცროსმა სერჟანტმა ადიკო ზექალაშვილმა აიღო; 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში – I კლასის რიგითმა სიმონ ქოქოშვილმა; 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში I კლასის რიგითმა დავით ნოზაძემ გაიმარჯვა, ხოლო, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კაპრალმა გიორგი იმერლიშვილმა.

გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის მოთხოვნით სასამართლო პროცესი დაიხურა
შემდეგი სტატიათიბისი ბანკი, პირველად საქართველოში, ფინანსური აქტივების პროფესიონალურ მართვას ნერგავს