ავღანეთში, ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩატარდა

შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ავღანეთში, ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.

32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის უხუცესებთან – მალიკებთან გამართა შეხვედრა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. მალიკებთან შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს.

შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების ამოცანებს, ასევე დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა