ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს. თავდასხმა ყანდაარის პროვინციაში მოხდა, როდესაც კოალიციური ძალების სამხედროები ადგილობრივ პოლიციელებს წვრთნიდნენ. მათ ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის ფორმაში ჩაცმულმა ორმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა. შედეგად ნატო-ს ორი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გადარცვლილი სამხედროები რუმინეთის მოქალაქეები არიან. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.

 

banner
წინა სტატიაშირუს ბაიკერებს პრაღის ცენტრში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს
შემდეგი სტატიაკანადის ალბერტას პროვინციაში გაჩენილი ხანძარი მეზობელ რეგიონებს ემუქრება