ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

ავღანეთში, მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართველი სამხედროები თავდასხმის დროს მაზარი-შარიფის ბაზიდან მოშორებით იმყოფებოდნენ.

თავდასხმა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა განახორციელა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეჩეთისა და სასადილოს მიმდებარედ ექვსმა თავდამსხმელმა ავტომატებითა და ასაფეთქებლებით 140 ადამიანის მოკვლა შეძლო, არიან დაჭრილებიც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის დღე აღნიშნა
შემდეგი სტატიამესტიაში თოვლი მოვიდა-შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი