ავღანეთში მომხდარ ტერაქტს ათამდე ჟურნალისტი შეეწირა

ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ჟურნალისტი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. “ავღანეთში თალიბების მოქმედების პერიოდში, 2001 წლიდან ეს ყველაზე მასშტაბური და მძიმე დანაკარგია” – ორშაბათს გაავრცელა ორგანიზაციამ. დაღუპულთაგან უმეტესობა 30-ზე ნაკლები წლის იყო. იმავე დღეს ტერაქტები მოხდა ასევე ორ პროვინციაში. სულ 25-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
ერთი კვირის უკან ქაბულში მომხდარ ტერაქტში 60 ადამიანი დაიღუპა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში შს მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა
შემდეგი სტატიანეთანიახუ ირანს ატომური იარაღის პროექტზე მუშაობაზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს