ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში მომხდარ ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა – ამის შეასხებ “როიტერი” წერს.
დაშავებულთა სავარაუდო რაოდენობა 20-ია. სამართალდამცველების თქმით, თვითმკვლელმა თავი პოლიციის შენობის წინ აიფეთქა ქაბულის დასავლეთ ნაწილში.
მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა “ტალიბანმა” აიღო. მათივე განცხადებით, ტერაქტის შედეგად 40 პოლიციელი დაიღუპა.

ბოლოს ყველაზე დიდი ტერაქტი ქაბულში 20 იანვარს მოხდა. რუსეთის საელჩოსთან თვითმკვლელმა მანქანა დააჯახა საელჩოს კედლებს. შემთხვევას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 25-მა ჭრილობა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის ფორმატი დამტკიცებულია
შემდეგი სტატიაუმრავლესობას არ სურს, რომ იყოს დებატები, ეს მათთვის არაკომფორტულია