ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები საპარლამენტო არჩევნებში ხმას უკვე აძლევენ

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებში დღეს დილიდან აქტიურად მონაწილეობენ.

ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საკუთარ არჩევანს ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აკეთებენ, სადაც საარჩევნო უბანი დილის შვიდ საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” გახსნილ საარჩევნო უბანზე იხდის მოქალაქეობრივ ვალს.

ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა” ასეულის სამხედროები კი, პარლამენტის არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იღებენ მონაწილეობას.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი: სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ასე მხიარულად მოვიგებთ არჩევნებს და წინ წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას