28.1 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა.

მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში 812 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში1-2 სექტემბრის ღამეს ოკუპანტები უკრაინას ისევ მასობრივად უტევდნენ
შემდეგი სტატიაერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ევრობასკეტზე – საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია