ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ავღანეთში, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვის, „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

BBC-ი წერს, რომ ავღანეთი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის შუაგულშია და „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, აბდულ ქაჰარ ბალხიმ განაცხადა, რომ მთავრობა „ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას ფინანსურად ისე, როგორც საჭიროა“.

ბოლო მონაცემებით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 1 000-ზე მეტი და დაშავებულია 1 500-მდე ადამიანი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი. ყველაზე მეტად პაკტიკას პროვინცია დაზარალდა. გადარჩენილებმა და მაშველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად სოფლები მთლიანად განადგურებულია. ისინი ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე​ – დარწმუნებულები ვართ, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი პოზიტიურად გადაწყდება
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცი – „დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“ განიხილავს