ავღანეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანულმა სატვირთო თვითმფრინავმა

chamovrdnaრამდენიმე საათის წინ, სოციალური ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანულმა სატვირთო თვითმფრინავმა. ავიაკომპანია „Silk Way“-ის კუთვნილი АН-12-ის ტიპის თვითმფრინავი აფრენისას აფეთქდა ერთ-ერთ აეროპორტში. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია. ეკიპაჟის 2 წევრი (სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეები) მძიმე მდგომარეობაში გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში. ეკიპაჟის სხვა წევრები დაიღუპნენ. ავიაკონპანია «Silk Way“-ის ამ დროისათვის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში“თვითონ დაელოდოს ციხეში და ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან”
შემდეგი სტატიაიტალიის მხარე ვენეტოს საბჭომ ყირიმის მიმდინარე სტატუსი აღიარა