ავღანეთში გერმანული პოლიციის მისია დასრულდა

ავღანეთში გერმანული პოლიციის მისია დასრულდა

ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე ორი თვით ადრე გერმანელი პოლიციელების მისია დასრულდა. 28 აპრილს ავღანეთი უკანასკნელმა გერმანელმა პოლიციელებმა დატოვეს, რომლებიც ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების წვრთნით იყვნენ დაკავებული – გერმანიის შსს-მ გაავრცელა. უწყების ხელმძღვანელმა ჰორსტ ზეეჰოფერმა მისიის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

ოფიციალურად მისია “German Police Project Team” (GPPT), რომელიც 2002 წლიდან გრძელდება, 30 აპრილს დასრულდება. მისიის ფარგლებში სულ 80 ათასი პოლიციელი გადამზადდა.

2020 წლის თებერვალში აშშ-სა და თალიბანს შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად, აშშ-მ საკუთარი სამხედროები ქვეყნიდან 2021 წლის 1 მაისამდე უნდა გაიყვანონ. თავის მხრივ, “თალიბანმა” პირობა დადო, რომ ის ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებოდა. მოლაპარაკებები კატარში უშედეგოდ მიმდინარეობს. გარდა ამისა, თალიბანი ვალდებულია, ავღანეთი ტერორისტების თავშესაფრად არ აქციოს.

აშშ საკუთარ სამხედროებს 11 სექტემბრამდე გაიყვანს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ყველა საკითხი განვიხილეთ
შემდეგი სტატიალამზირა ჩხეიძე: დამთავრდა ბობოქარი სიცოცხლე!