ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისას არც ერთი ქართველი სამხედრო არ დაშავებულა

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს არც ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა. ამასთან, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართულმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს საელჩოდან თანამშრომლების უსაფრთხოდ გამოყვანა. თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებების შედეგად გახდა.

ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მონაწილე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. თავდასხმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიების პროცესში არცერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავღანეთში მებრძოლ ქართველ სამხედროებს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის მოგერიებისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაში2017 წლიდან სიგარეტი ძვირდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს, იგორ კოლომოისკის დააპატიმრებს