ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქით” ეხმაურება

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ფეისბუქით” ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ის, რაც ახლა ავღანეთის აეროპორტში ხდება, მსგავსი სცენარი 1992 წელს განვითარდა სოხუმში, ხოლო 2008 წელს განვითარდებოდა თბილისში, მას რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიეღო.

“რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იყო რაც მოხდა სოხუმში 1992 წელს და ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ მიმეღო ზოგიერთი ჩვენი “კეთილმოსურნის” წინადადება და დავმორჩილებოდი რუსეთის შანტაჟს და დამეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აეროპორტი რომელსაც არ ბომბავდნენ და რომელიც გახსნილი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო და მე ამაზე კატეგორიულად უარი ვთქვი და რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი

და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა, იმ სცენებს რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში.

რაც შეეხება, იმას თუ რატომ ჩამოიშალა ავღანეთის არმია – ჩამოიშალა კორუფციის და სრული რწმენის არ ქონის გამო საკუთარ მთავრობაში.

ის, რაც ხდება დღეს საქართველოში – დღეს საქართველო არის უფრო დაუცველი, ვიდრე არასდროს. დღეს საქართველოში იგივე რამე, მსგავსიც რომ გამეორდეს მიახლოებითაც ქართული სახელმწიფო გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა დროზე დავიცვათ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა.” წერს მიხეილ სააკაშვილი.

ავღანეთს უკვე სრულად აკონტროლებს თალიბანი. ქვეყანა ჯერ კიდევ გუშინ დატოვა პრეზიდენტმა, ხოლო ფაჯგუფების წარმომადგენელმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ძალაუფლების “მშვიდობიანად გადაბარების” შემდეგ, ავღანეთის ისლამური საამირო დაარსდება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ზვიადაურის ძმა მანქანაში ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა