9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდა დაკნინდეს” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

ავღანეთში პოლონეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდა დაკნინდეს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში, ნატო-ს მისიის ფარგლებში 33 000-ზე მეტმა სამხედრო პერსონალმა იმსახურა და აქედან 43 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

„პოლონეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება პასუხისმგებლიანი და საიმედო მოკავშირე, რომელიც უსაფრთხოებისთვის საფრთხის დადგომის მომენტში თავდაცვისთვის მზადაა. პოლონეთის არმია, მხარდამხარ მის მოკავშირეებთან ერთად, მონაწილეობდა სხვებთან ერთად ავღანეთისა და ერაყის მისიებში. დღეს ის მონაწილეობას იღებს ნატო-ს მიერ ჩატარებულ მისიებსა და ოპერაციებში. ტრაგიკულმა მომენტებმა, როდესაც ჩვენი სამხედროები დაიღუპნენ, აჩვენა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვისას ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ უმაღლესი საფასური. მსხვერპლი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება და არ უნდა დაკნინდეს. პოლონეთი არის სანდო, გამოცდილი მოკავშირე და ამას არაფერი შეცვლის“, – წერს მინისტრი.

banner
წინა სტატიაში“სრული სიცრუე და მანიპულაცია” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკირ სტარმერი ავღანეთში ნატო-ს მოკავშირეების როლთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფლად მიიჩნევს