ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტს გუბერნატორის გაუპატიურებაში ედება ბრალი

ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის ყოფილმა გუბერნატორმა ვიცე-პრეზიდენტს, გენერალ დუსტუმს სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი.
ეთნიკურად უზბეკ გენერალ დუსტუმს ქაბულში უზარმაზარი სახლი აქვს, რომელიც ბეტონის კედლებით არის გარშემორტყმული და რომელსაც კერძო დაცვა იცავს – ისინი სახელურებზე თავიანთი შეფის ფოტოს ატარებენ. მას, ასევე ყავს საკუთარი ტანკი, აქვს ტელევიზია. გენერალს ოპონენტებზე მოძალადის, გამტაცებლის და მკვლელის სახელი აქვს – The Times-ი წერს.

დუსტუმის პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ექს-გუბერნატორმა ჯაუსჯან აჰმად ეშციმ ინტერვიუში აღწერა, თუ როგორ გააუპატიურეს დუსტუმმა და მისმა ხალხმა. ასევე, მისი თქმით, მის სოფელში გენერალმა და მისმა ჯგუფმა 500-მდე ოჯახის წევრები გააუპატიურეს, ათასობით კი დახოცეს. თუმცა, არავის არაფერი გაუკეთებია, რადგანაც ხალხს მისი ეშინია. “მე ვიცი შვილები, რომელთა მამებიც მოკლა დუსტუმამ, მაგრამ ისინი მასთან მუშაობენ, იმიტომ, რომ მისი ეშინიათ” – აღნიშნა გუბერნატორმა, რომელიც ამბობს, რომ მისი მიზანია ძალადობის და ტერორის შეჩერება.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრად განიმ პირობა დადო, რომ ყველაფერს გამოიძიებენ და საქმე გენერალურ პროკურატურას გადასცა. გასულ თვეს, როცა პოლიცია დუსტუმას დასაპატიმრებლად წავიდა, ვიცე-პრეზიენტმა საკუთარი სახლის ირგვლივ დაცვა გააძლიერა..

 

ავღანეთის მთავრობას და პრეზიდენტს, რომელიც თალიბებისა და “ისლამური სახელწმიფოს” სამიზნეა, ეშინია, ვიცე-პრეზიდენტის დაკავებით კიდევ ერთი ჯგუფში არ გამოიწვიოს პროვოცირება, რადგანაც ის ცნობილია , როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საველე მეთაურია, რომელსაც ათასობით უზბეკური თემები ემორჩილებიან.

ავღანეთის პრეზიდენტის მეუღლემ რულა განმა The Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყნის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შიდა პატიმრობაშია და ის სახელწმიფო საქმეებს ჩამოშორებულია.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა რეფერენდუმის შემდეგ თურქეთთან გართულებულ ურთიერთობებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა