ავღანეთის რაიონი სანგინი თალიბების ხელში გადავიდა

ავღანეთის სახელმწიფო დანაყოფების მეთაურმა “ბიბისის” განუცხადა, რომ გილმენდის პროვინციაში, სანგინის რაიონის დიდი ნაწილი თალიბებმა დაიპყრეს.
ავღანელი ოფიცრის თქმით, რომელიც ანონიმად დარჩა, ავღანეთის ძალები რაიონის მხოლოდ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ, რომელიც სავარაუდოდ, ასევე თალიბების ხელში აღმოჩნდება.

სანგინი გილმენდის დედაქალაქ ლაშკარგახს ჩრდილოეთის პროვნციებთან აკავშირებს. ამ რაიონის დაპყრობით, თალიბებს შესაძლებლობა ექნებათ სამთავრობო ძალებს მომარაგების გზა გადაუკეტოს, რომლებიც რეგიონის სხვადასხვა ადგილებში არიან დისლოცირებული.
სანგინი ასევე ოპიუმის წარმოების ცენტრია, რაც თალიბებს დიდ შემოსავალს მოუტანს.

banner
წინა სტატიაშიაშშ და სამხრეთ კორეა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ
შემდეგი სტატიაერდოღანი: თურქეთი ლტოლვილებს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში მიიღებს