ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა

vzryv_gruzovika_v_kabuleდანაღმული სატვირთო აფეთქდა ქაბულში სასტუმრო Northgate-თან რის შემდეგადაც ოთხმა შეიარაღებულმა პირმა შეტევა დაიწყო შენობაზე-ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ  შენობაში  შესაძლოა უცხოელები იმყოფებოდნენ.
აფეთქბა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან სირენის ხმა ისმის.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
სასტუმროსთან პოლიცია პატრულირებს. ტელეკომპანია TOLO News-ის ცნობით, ისმის სროლები. რამდენიმე წუთის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა”.

banner
წინა სტატიაშირა კანონი,რის კანონი,მე ვარ კანონი!!!
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა