23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ავღანეთი ტრამპის მუქარას უარით პასუხობს და ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას არ აპირებს

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თალიბანის რეჟიმს დასჯით დაემუქრა, თუკი ავღანეთი ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ყოფილ ამერიკულ ავიაბაზას აშშ-ს უკან არ დაუბრუნებს.

“თუ ავღანეთი ბაგრამის საჰაერო ბაზას უკან არ დაუბრუნებს მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 21 სექტემბერს.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა, ფასიჰუდდინ ფიტრატმა განაცხადა, რომ “ზოგიერთ ადამიანს” ბაზის “პოლიტიკური შეთანხმებით” დაბრუნება სურს.

“ავღანეთის მიწის თუნდაც ერთ ინჩზე შეთანხმებაც კი შეუძლებელია. ჩვენ ეს არ გვჭირდება”. – დაამატა ფიტრატმა.

ოფიციალურ განცხადებაში თალიბანის რეჟიმმა აღნიშნა, რომ “ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმნიშვნელოვანესია.”

banner
წინა სტატიაშილევან ჯობავა: მადლობა ყველას, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა რას ვგრძნიბ, როცა ერთ მხარეს გასუსული ექს კოლეგები, მეგობრები, ნათესავები დგანან პროპაგანდის სამსაზურში და მეორე მხარეს ამდენი ადამიანის, ნაცნობის თუ უცნობის ასეთი სოლიდარობაა
შემდეგი სტატიაპუტინმა იმაზე მეტი მოკბიჩა, ვიდრე დაღეჭვა შეუძლია – MI 6-ის შეფი