ავღანელმა თვითმკვლელმა-თალიბმა შემთხვევით 11 კოლეგა ააფეთქა

ავღანეთში თვითმკვლელის ქამრის დამონტაჟებისას დაახლოებით 20 თალიბი აფეთქდა – სააგენტო “სინხუა” წერს.
ინციდენტი “თალიბანის” ბანაკში, ზაბულის პროვინციაში მოხდა. როგორც ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს, ექსტრემისტების ჯგუფმა დილით შაჰიდის ქამრის დამონტაჟება გადაწყვიტა. ისინი შემთხვევით აფეთქდნენ. დაღუპულთა შორის არის 11 თვითმკვლელი თალიბი, რომელთაც დავალებისთვის ამზადებდნენ.
“თალიბანს” მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა ნატო-რუსეთის პოლიტრიკის გადახედვა დააანონსა
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა