ავღანელი დეპუტატი დასავლელ ჟურნალისტს ცხვირის მოჭრით დაემუქრა (ვიდეო)

ავღანელი დეპუტატი დასავლელ ჟურნალისტს ცხვირის მოჭრით დაემუქრა (ვიდეო)

ავღანელი დეპუტატი დასავლელ ჟურნალისტს ცხვირის მოჭრით დაემუქრა (ვიდეო)ავღანეთის პარლამენტის დეპუტატი ნაზირ აჰმად ხანაფი, რომელიც ქალაქ გერატს წარმოადგენს, ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ, გაუპატიურებებთან დაკავშირებით, მას ცხვირის მოჭრით დაემუქრა – The Independent-ი წერს. ინციდენტი გამოცემა Vice Изабель Енг-ის კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს მოხდა.
შეკითხვაზე პასუხად, არის თუ არა ცოლისთვის სექსის იძულება გაუპატიურება და ამის გამო რა ტიპის დასჯა უნდა იქნეს გამოყენებული, დეპუტატმა დასავლეთის და აღმოსავლეთის მენტალიტეტზე მსჯელობა დაიწყო. “თქვენ, გაუპატიურებაში ერთს გულისხმობს, ისლამი სხვას გულისხმობს” – განაცხადა ხანაფმა, რომლიც მოსამართლის თანამდებობაზე იმყოფება.
“თქვენ არ თვლით, რომ ქალს შეუძლია…” – ამბობს ენგი, რომელსაც დეპუტატი სიტყვას აწყვეტინებს. “მე ვთვლი, რომ თქვენ ახლა უნდა გაჩერდეთ”. შემდეგ, ის გვერდით მსხდარ კოლეგებს მიუბრუნდა და განაცხადა: “იქნებ თქვენ რომელიმე ავღანელს უნდა გადაგცეთ, რომ მან ცხვირი მოგაჭრათ”.
ვიდეომ, რომელიც “იუთუბზე” გამოქვეყნდა, არა მხოლოდ ინტერნეტ-მომხმარებლებში გამოიწვია რეაქცია, არამედ, ისლამური ქვეყნების მოქალაქეებშიც.

თვითონ ხანაფი კატეგორიულად უარყოფს, რომ ჟურნალისტს დაემუქრა: “ცხადია, მსგავსი არაფერი მითქვამს და არც გამიკეთებია ცხოვრებაში” – განაცხადა მან.

2009 წელს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ოჯახის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ქალს აიძულებს დაემორჩილოს ქმარს, თუკი მას სექსუალური დაკმაყოფილება სჭირდება. გარდა ამისა, ქალი ვალდებულია, ქმარი დააკმაყოფილოს მინიმუმ ოთხ დღეში ერთხელ, მოგზაურობის დროს, თუკი ის ავად არ არის.

https://youtu.be/Rvlyzktqko8

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი: დევნილების დაბრუნების უფლებას ვერავინ განსაზღვრავს
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინა შეიძლება სამხედრო დახმარების გარეშე დატოვოს