ავღანელები ტრამპის არჩევით შეშფოთებულები არიან

ქაბულში ავღანური მთავრობა დონალდ ტრამპის არჩევნით შეშფოთებულია. ისინი თვლიან, რომ ტრამპი მათ პირისპირ დატოვებს “თალიბანსა” და რუსეთთან.
“ეს ჩვენთვის მოულოდნელობა იყო, ყველანი ველოდებოდოთ, რომ კლინტონი გაიმარჯვებდა” განუცხადა Reuters-ს ავღანელმა მაღალჩინოსანმა.
“ცხადი იყო, რომ წინასაარჩევნო კაპმაპიის მთავარი თემა ავღანეთი არ იყო. უფრო მეტიც, ავღანეთზე არავის სიტყვა არ უთქვამს. მაგრამ კლინტონთან მაინც გასაგები იყო, რომ ძველი კურსი ასე თუ ისე გაგრძელდებოდა” – ამბობს სააგენტოს რესპოდენტი.
სააგენტო მკითხველს ახსენებს, რომ აშშ-ში არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ამერიკელმა დიპლომატებმა ავღანელებს განუცხადეს, რომ აშშ, შედეგის მიუხედავად, ავღანეთის მხარდაჭერას განაგრძობს.
მიუხედავად ამისა, ავღანეთის მთავრობას დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა აშინებს – რესპუბლიკელმა ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ავღანეთის ეროვნულ მშენებლობაში, მან ავღანეთის ომს “”საშინელი შეცდომა” უწოდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: პოროშენკომ პრემიერობა და პარტიის ლიდერობა შემომთავაზა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს