სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ელმან ნასიროვი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის დაკავება აზერბაიჯანულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი შედეგია.
უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ინფორმაციას უარყოფს.
“აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,”-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.