„ავერსის” კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში, 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა
სხვა სტატიები
- კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
- ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
- მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალია
„ავერსის” კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში, 23 წლის ახალგაზრდა ექიმი გიორგი ბუაძე გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდამ კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და სამსახურში დაბრუნდა. ის მოულოდნელად კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ავერსში“ განუცხადეს, ექიმი კოვიდსასტუმროში მკურნალობდა. მას შემდეგ რაც კორონავირუსისგან განიკურნა, ის თავს კარგად გრძნობდა. როგორც „ავერსში“ აცხადებენ, უცნობია, თუ რა გახდა ექიმის გარდაცვალების მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული