ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ავჭალაში ფესტივალის „თბილისის ცის ქვეშ“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საბავშვო–გასართობი აქტივობები და ტურნირები სპორტის შემდეგ სახეობებში: კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ფარიკაობა, ბატუტი . სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების საშუალება, როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს ჰქონდათ.

მერიის ინფორმაციით, მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის ჩატარდა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე კი ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. მსურველები საბავშვო კინოჩვენებასაც დაესწრნენ. საღამო სალიოს კონცერტმა და დიჯეიმ დაასრულეს.

ფესტივალს დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე დაესწრნენ.

პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებდა და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ხორციელდებოდა.

banner
წინა სტატიაში„სირცხვილის გრძნობა უნდა აწუხებდეთ“ – რომან გოცირიძემ გაზეთ „ალია“-ს და „ჯორჯიან თაიმს“-ს დავა მოუგო
შემდეგი სტატიაპირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოებსა და პრობაციის სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაში ვაკანსიები ცხადდება