(video) შალვა ნათელაშვილი: ” ისტორია ბიძინას შეარქმევს “ავ-ბიძინას”

შალვა ნათელაშვილიNDI-ის მიერ ჩატარებულ პოლიტიკური პარტიების კვლევას არ ენდობა ,,ლეიბორისტების“ ლიდერი, თუმცა ეკონომიკურ ნაწილში ეთანხმება. შალვა ნათელაშვილი მოსახლეობის ეკონომიკურ სიდუხჭირეში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
,,სულ ვფიქრობდი, რა იქნებოდა მეოთხე საუკეთესო წელი და აღმოჩნდა, რომ ეს არის შავ ზღვაში მოცურავე ტიტა.არავითარი NDI_ის კვლევა არ არის საჭირო, ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი შევა სახელით ავბიძინა. მაშინ როცა ხალხი შიმშილობს მილიარდელი შავ ზღვაში მიაცურებს ტიტას, ასწლოვან ხეს თავის ეზოში დასავანებლად“ – განაცხადა ნათელაშვილმა ,,არჩევანის“ ეთერში.

” არ იქნება ცუდი ისტორიაც გავიხსენოთ, 1511-13 წლებში კახეთში იყო ასეთი მეფე ავ-გიორგი, რომელმაც არა მარტო საკუთარი მამა მოკლა, არამედ რატომღაც ქართლის დარბევაზე იყო ორიენტირებული, ბოლოს ქართლში შეიპყრეს, გამოკეტეს ციხეში და მოკლეს, მას ავ-გიორგი შეარქვა ისტორიამ. დამერწმუნეთ, არავითარი NDI-ის კვლევები არ არის საჭირო, ისტორია ბიძინას შეარქმევს “ავ-ბიძინას”. მან ამ ქვეყანას იმედიც მოუკლა და ოცნებაც წაართვა და გადაიტანა ყველაფერი ოფშორულ ზონებში”, – განაცხადა ნათელაშვილმა “არჩევანის” ეთერში.

 

https://youtu.be/ze1DpJsZhH4

banner
წინა სტატიაშიკორუფციული გარიგება და დაკარგული 600 მილიონიანი ინვესტიცია
შემდეგი სტატია(video) ამ წუთებში ამსტერდამის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა