ავარიის შემდეგ პრინცი ფილიპი ისევ საჭესთან დაჯდა

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II -ის მეუღლის პრინცი ფილიპის მანქანა ავარიაში მოყვა – ბუკინგემის სასახლემ 17 იანვარს გაავრცელა. 97 წლის ედინბურგის ჰერცოგი ინციდენტის დროს არ დაშავებულა. პრინცი ახალგაზრდობიდან ცნობილია, როგორც მანქანების დიდი მოყვარული, რომელიც, როგორც წესი, დიდი სიჩქარით დადის.
შემთხვევის შემდეგ, როგორც შაბათს “ბიბისიმ” დაწერა, არ ელოდებოდნენ, რომ პრინცს საკუთარი მეუღლე ისევ დართავდა მანქანის ტარების ნებას. რამდენიმე საათის წინ “დეილი მაილის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ფილიპე საკუთარი Range Rover-ის საჭესთან დღეს ისევ დააფიქსირეს. გამოცემა შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
17 იანვრის ავტოსამგზავრო შემთხვევის დროს მანქანა ამოტრიალდა. პრინცს მანქანიდან გადასვლაში თვითმხილველები დაეხმარნენ.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში ნავთობსადენის აფეთქებას ათობით მსხვერპლი მოყვა (ფოტო)
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერი, რომელმაც პრემიერი კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა “ოლიგარქი”