ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა – საავადმყოფოში გადაიყვანილია მძღოლიც. შემთხვევა თელავში რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელსაც მამაკაცი მართავდა, უკან სვლის დროს მეუღლეს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების რეაგირების შემდეგ, ავტომობილი კიდევ ერთხელ დაიძრა და ქალს ხელმეორედ გადაუარა.
დაშავებულს კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მძღოლიც შეუძლოდ გახდა და ისიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.















