საბურთალოზე ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაიღუპა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მოპედი, რომელსაც ახალგაზრდა მართავდა, ავტომობილს შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას და შედეგად ადამიანის გარდაცვალებას გულისხმობს.
















